Tuesday, February 15, 2011

nato

ჩრდილოეთ ატლანტიკის ხელშეკრულების ორგანიზაცია, ნატო (ინგლ. North Atlantic Treaty Organisation, NATO; ფრანგ. Organisation du traité de l'Atlantique Nord, OTAN), სამხედრო კავშირი შეიქმნა 1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში, რომლის დამფუძნებლებად ითვლებიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, კანადა, იტალია, პორტუგალია, ნორვეგია, დანია, ისლანდია. ალიანსის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა სსრ კავშირიდან მომავალი სამხედრო საფრთხის მოგერიება ერთიანი ძალებით. მოგვიანებით, ალიანსში 1952 წელს მიიღეს საბერძნეთი და თურქეთი.
1955 მათ შეუერთდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. 1982 ალიანსში მიიღეს ესპანეთი. 1991 სსრკ-ის დაშლის შემდეგ, ნატო პრაქტიკულად უფუნქციო სამხედრო-პოლიტიკურ გაერთიანებად იქცა, თუმცა ეს ორგანიზაცია დაშლის ნაცვლად 1999 წელს ახალ წევრებს იერთებს ჩეხეთის, პოლონეთისა და უნგრეთის სახით. 1999 აშშ-ის მეთაურობით ალიანსმა საჰაერო იერიში მიიტანა იუგოსლავიის დედაქალაქ ბელგრადზე.

No comments:

Post a Comment