Tuesday, February 22, 2011

ფარნავაზ მეფე

ფარნავაზი — იბერიის პირველი მეფე. ძვ. წ. III საუკუნეში. მას ტრადიციისამებრ უკავშირებენ ქართული დამწერლობის შექმნას. საქართველოს პირველი გამაერთიანებელი; ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი.
ფარნავაზიანთა დინასტიის ფუძემდებელი. იყო ”მცხეთის მამასახლისთა” შთამომავალი. ძვ. წ. 329 წელს აუჯანყდა იბერიის სპარსელ სატრაპ მითრანეს[საჭიროებს წყაროს მითითებას] და იბერიას დამოუკიდებლობა მოუპოვა. 328 წელს იგი ესტუმრა შუა აზიაში მყოფ ალექსანდრე მაკედონელს და თავისი მეფობის ლეგიტიმაცია მოახერხა.[საჭიროებს წყაროს მითითებას] დაახლ. ძვ. წ. 320 წლისთვის ფარნავაზმა დაიმორჩილა კოლხეთის სამეფო და პირველად ისტორიაში გააერთიანა საქართველო.

Tuesday, February 15, 2011

nato

ჩრდილოეთ ატლანტიკის ხელშეკრულების ორგანიზაცია, ნატო (ინგლ. North Atlantic Treaty Organisation, NATO; ფრანგ. Organisation du traité de l'Atlantique Nord, OTAN), სამხედრო კავშირი შეიქმნა 1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში, რომლის დამფუძნებლებად ითვლებიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, კანადა, იტალია, პორტუგალია, ნორვეგია, დანია, ისლანდია. ალიანსის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა სსრ კავშირიდან მომავალი სამხედრო საფრთხის მოგერიება ერთიანი ძალებით. მოგვიანებით, ალიანსში 1952 წელს მიიღეს საბერძნეთი და თურქეთი.
1955 მათ შეუერთდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. 1982 ალიანსში მიიღეს ესპანეთი. 1991 სსრკ-ის დაშლის შემდეგ, ნატო პრაქტიკულად უფუნქციო სამხედრო-პოლიტიკურ გაერთიანებად იქცა, თუმცა ეს ორგანიზაცია დაშლის ნაცვლად 1999 წელს ახალ წევრებს იერთებს ჩეხეთის, პოლონეთისა და უნგრეთის სახით. 1999 აშშ-ის მეთაურობით ალიანსმა საჰაერო იერიში მიიტანა იუგოსლავიის დედაქალაქ ბელგრადზე.